მთავარი
ირანი არ დანებდება - აიათოლა ალი ხამენეი ტრამპს პასუხობს
- Details
- By iaiaia
- Hits: 114
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ირანი არ დანებდება და ამერიკის მხრიდან ნებისმიერი სამხედრო ჩარევა "გამოსწორებელ ზიანს" გამოიწვევს.
„ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ ირანელი ერი არ ნებდება და მათი მხრიდან ნებისმიერი სამხედრო ჩარევა უდავოდ გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს“, – თქვა ხამენეიმ.
მისივე თქმით, ირანს მუქარის ენით მხოლოდ ისინი ესაუბრებიან, ვინც მის ისტორიას და ხალხს არ იცნობს: „ვინც ბრძენია, იცის, რომ ირანთან მუქარას აზრი არ აქვს“.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს სოციალურ ქსელში უპირობო დანებებისკენ მოუწოდა.
“ახლა ირანის ცის სრული და ტოტალური კონტროლი გვაქვს. ირანს კარგი ცის რადარები და სხვა თავდაცვითი აღჭურვილობა ჰქონდა, და ბევრი, მაგრამ ის ვერ შეედრება ამერიკაში დამზადებულ, მოფიქრებულ და აწყობილ “ნივთებს”...
ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. “უზენაესი ლიდერი” [აიათოლა ალი ხამენეი]. ის მარტივი სამიზნეა, მაგრამ უსაფრთხოდაა იქ - მის მოშორებას (მოკვლას!) არ ვაპირებთ, როგორც მინიმუმ ამ მომენტისთვის, მაგრამ არ გვინდა სამოქალაქო პირებისკენ ან ამერიკელი ჯარისკაცებისკენ გასროლილი რაკეტები. ჩვენი მოთმინება იწურება”, - დაწერა ტრამპმა.
