ბალისტიკური რაკეტით თავდასხმა ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაზე - არიან დაშავებულები

ბალისტიკური რაკეტით თავდასხმა ისრაელის ქალაქ ბეერ-შევაზე - The Times of Israel-ი საგანგებო სიტუაციების სამსახურზე, მაგენ დევიდ ადომზე დაყრდნობით 5 ადამიანის დაშავების შესახებ იტყობინება. 

The Times of Israel-ის ცნობით, რაკეტა საცხოვრებელი კორპუსების გარეთ ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ახლომდებარე საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები დააზიანა.