ხელი მოვაწერე განკარგულებას უკრაინის ახალი სანქციების შესახებ მათ წინააღმდეგ, ვინც თანამშრომლობს ოკუპანტთან ჩვენს მიწაზე - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამატებითი სანქციები დააწესა ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ „ოკუპანტთან თანამშრომლობისთვის“.

„ხელი მოვაწერე განკარგულებას უკრაინის ახალი სანქციების შესახებ მათ წინააღმდეგ, ვინც თანამშრომლობს ოკუპანტთან ჩვენს მიწაზე. ესენი არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც აწარმოებენ ბიზნესს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, ყირიმში, და ასევე ეხმარებიან აგრესიის გამართლებას, ნორმალურად მიიჩნევენ ოკუპაციაში ფულის შოვნას, უხდიან გადასახადებს ოკუპანტს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

„შავ სიაში“ მოხვდნენ უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატები არტიომ დმიტრუკი და ალექსანდრ ონიშენკო. შეზღუდვების თანახმად, პროვაიდერებმა უნდა დაბლოკონ სოციალურ ქსელებში დმიტრუკის გვერდებთან წვდომა. სანქციები დაწესდა სულ 13 პირის და რვა კომპანიის წინააღმდეგ, რომელთანაც ორი დარეგისტრირებულია რუსეთში, დანარჩენი კი – კვიპროსზე.