მთავარი
საფრანგეთში ტრადიციულ მუსიკალურ ფესტივალზე ათობით ქალს შპრიცებით დაესხნენ თავს
- Details
- By iaiaia
- Hits: 108
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 145 ქალმა პოლიციას განაცხადებით მიმართ უცნობი პირების მხრიდან შპრიცებით თავდასხმის შესახებ. დაზარალებულები ამბობენ, რომ მომხდარის შემდეგ მათ გულისრევა ჰქონდათ. რა ნივთიერება შეუყვანეს თავდასხმის მსხვერპლ ქალებს ორგანიზმში უცნობია.
მუსიკალური ფესტივალ Fête de la Musique-ის („მუსიკის დღესასწაული“) მიმდინარეობის დროს ძალადობრივი ინციდენტების შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ დაახლოებით 1 500 ადამიანი დაშავდა, 305 ადამიანი დააკავეს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ფესტივალამდე ინტერნეტში აქტიურად ვრცელდებოდა მოწოდებები „ქალებზე თავდასხმისა და დაჭრისკენ“.
ასევე, ანგულემში, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ოთხი ეჭვმიტანილი შპრიცებით 50 ქალს დაესხა თავს. საფრანგეთის აღმოსავლეთ რეგიონში კი ორი მამაკაცი დააკავეს. „მავნე ნივთიერებების გამოყენების“ ბრალდებით 16-მა გოგონამ სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოს მიმართა.
პროკურატურამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო.
