მომავალ კვირაში ირანთან საუბარს ვაპირებთ, შესაძლოა, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი და ისრაელი ძალიან დაღლილი და გამოფიტულია, ძალიან სასტიკად იბრძოდნენ და ახლა ორივე კმაყოფილია.

მისი თქმით, ირანსა და ისრაელს შორის ომი შესაძლოა, მალე დაიწყოს.

„ირანი და ისრაელი ძალიან დაღლილი და გამოფიტულია, ძალიან სასტიკად იბრძოდნენ და ახლა ორივე კმაყოფილია. შესაძლოა თუ არა, ომი ისევ დაიწყოს? ვფიქრობ, ოდესღაც შეიძლება, მოხდეს. ეს შეიძლება, მალე დაიწყოს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ირანს აქვს ნავთობის უპირატესობა, თუმცა, ბირთვულ სფეროში თეირანის დაბრუნებას აღარ განიხილავს.

„მომავალ კვირაში ირანთან საუბარს ვაპირებთ. შესაძლოა, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას, არ ვიცი. თუმცა, ჩემთვის სულ ერთია, გვექნება თუ არა შეთანხმება. ერთადერთი რასაც ვითხოვთ, არავითარი ბირთვული შეიარაღება. თუმცა, ჩვენ ის გავანადგურეთ. ვთქვი, რომ ირანს არ ექნება ბირთვული შეიარაღება და გავანადგურეთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.