სომხეთში შირაკის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაპაჰიანი დააკავეს

სომხეთში შირაკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაპაჰიანი დააკავეს, – ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაპაჰიანი ორი თვით დააკავეს. ადვოკატების განცხადებით, მთავარეპისკოპოსი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს.

ცნობისთვის, აჯაპაჰიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, სუვერენიტეტზე უარის თქმას ან კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის საჯარო მოწოდებებს გულისხმობს.