მთავარი
ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან - ზელენსკი
- Details
- By rusa
- Hits: 243
ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ:
„ჩვენ - უკრაინაში - მადლობელნი ვართ გაწეული მხარდაჭერისთვის. ეს გვეხმარება სიცოცხლის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვაში. ამერიკასთან ერთად ბევრს მივაღწიეთ და მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რათა შეჩერდეს მკვლელობები და აღდგეს სამართლიანი, მდგრადი და ღირსეული მშვიდობა. საჭიროა მშვიდობისთვის კეთილშობილური შეთანხმება“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
„დღეს განვიხილეთ მიმდინარე სიტუაცია, მათ შორის რუსული ავიაიერიშები და ფრონტის ხაზზე განვითარებული მოვლენები. პრეზიდენტი ტრამპი ძალიან კარგად ინფორმირებულია და მადლობას ვუხდი მას უკრაინისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის. ვისაუბრეთ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებზე და შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად. ასევე შევთანხმდით ჩვენი გუნდების შეხვედრაზე. დეტალურად ვისაუბრეთ თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობებსა და ერთობლივ წარმოებაზე. მზად ვართ შეერთებულ შტატებთან პირდაპირი პროექტებისთვის და გვჯერა, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით დრონებისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების კუთხით“
