მთავარი
ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა
- Details
- By iaiaia
- Hits: 56
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა.
თეთრ სახლში ვიზიტისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნობელის პრემიაზე წარდგენილი წერილი დონალდ ტრამპს პირადად გადასცა.
„მინდა, წარმოგიდგინოთ, ბატონო პრეზიდენტო, წერილი, რომელიც ნობელის პრემიის კომიტეტს გავუგზავნე. ეს თქვენი წარდგენაა მშვიდობის პრემიისთვის, რაც დაიმსახურეთ და უნდა მიიღოთ“, – განუცხადა ნეთანიაჰუმ ამერიკის პრეზიდენტს.
თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა პრემიაზე წარდგენისთვის.
„დიდი მადლობა, ბიბი. ეს არ ვიცოდი. განსაკუთრებით თქვენგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად ბევრი წარმატება გვქონდა. ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატებები იქნება. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ თეთრ სახლში ხართ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამის შემდეგ ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა ამერიკულ ლიდერობას არა მხოლოდ ისრაელის, არამედ ებრაელი ხალხისა და „მსოფლიოს მრავალი თაყვანისმცემლის“ სახელით.
ნობელის მშვიდობის პრემიაზე ნომინაციების წარდგენა ღია პროცესია და მთავრობის ნებისმიერ წარმომადგენელს შეუძლია, დაასახელოს კანდიდატი.
