მთავარი
სომხეთის საგარეო უწყება დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს აბუ დაბიში სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე
- Details
- By rusa
- Hits: 220
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა აბუ დაბიში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის შეხვედრის შესახებ.
„2025 წლის 10 ივლისს სომხეთის პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდნენ აბუ დაბიში და განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დარეგულირების დღის წესრიგის სხვადასხვა ასპექტი“, - აღნიშნულია სომხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
მხარეებმა ასევე დაადასტურეს, რომ ურთიერთობების დარეგულირების პროცესზე ორიენტირებული საკითხების განხილვისთვის ორმხრივი მოლაპარაკებები ყველაზე ეფექტიანი ფორმატია, რის საფუძველზეც მიღწეულია შეთანხმება შედეგზე ორიენტირებული დიალოგის გაგრძელების თაობაზე.
ქვეყნების ლიდერებმა, ხაზგასმით აღნიშნეს დელიმიტაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და დაავალეს შესაბამის სახელმწიფო კომისიებს გააგრძელონ პრაქტიკული მუშაობა აღნიშნული მიმართულებით.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ორმხრივ მოლაპარაკებებს და ნდობის განმტკიცების ღონისძიებებს.
