მსურს, რომ ომი დასრულდეს არაუგვიანეს 2025 წლისა - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს წარუდგენს რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის გამარჯვების გეგმას:

„დღეს წარვუდგენ ოლაფ შოლცს გეგმას, როგორ ვაიძულოთ რუსეთი, რომ მშვიდობისკენ [ნაბიჯი გადადგას], ანუ როგორ დაასრულოს ეს ომი - მსურს, რომ [ომი დასრულდეს] არაუგვიანეს 2025 წლისა და გარანტირებული იყოს, რომ აგრესია არ განმეორდება"

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამარჯვების გეგმა მიზნად ისახავს უკრაინის პოზიციების განმტკიცებას.