„ჰამასმა“ სინვარის გარდაცვალება დაადასტურა

დაჯგუფება „ჰამასმა“ საკუთარი ლიდერის იაჰია სინვარის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, სინვარის სიკვდილი „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა ბასემ ნაიმმა დაადასტურა, რომელიც დაჯგუფების პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელია.

„ჰამასი“ ყოველი მისი ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ ხდება უფრო ძლიერი და პოპულარული. რა თქვა უნდა, ლიდერების დაკარგვა, თან ისეთების, როგორიცაა იაჰია სინვარი ტკივილის მომტანია, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ბოლოს გავიმარჯვებთ“, - ციტირებს მედია ნაიმს.

ნაიმს აგრეთვე ეჭვი ეპარება იმაში, რომ ისრაელი „ჰამასის“ ლიდერების მკვლელობით დაჯგუფების განადგურებას შეძლებს. „ისრაელს ჰგონია, რომ ჩვენი ლიდერების მკვლელობა მოძრაობის და პალესტინელი ხალხისთვის ბრძოლის დასრულებას ნიშნავს. მათ შეუძლიათ დაიჯერონ ყველაფერი, რაც სურთ და ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ისინი ასე ამბობენ“, - დასძინა მან.

სინვარის ლიკვიდაციის შესახებ პირველი არაოფიციალური ცნობები გუშინ გავრცელდა. მოგვიანებით „ჰამასის“ ლიდერის ლიკვიდაცია ებრაულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა.