რომელ სექტორებშია ქალების და კაცების ხელფასებს შორის ყველაზე მეტი სხვაობა? - საქსტატის მონაცემები

2024 წელს საქართველოში შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 11.4% შეადგინა, ხოლო ყოველთვიურმა განსხვავებამ – 19.3%.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით საათობრივი სხვაობა 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო ყოველთვიური – 1.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, მრეწველობის სფეროში გენდერული სახელფასო სხვაობა 13.9%, ხოლო მომსახურების სფეროში – 11% დაფიქსირდა.

საქსტატი წერს, რომ სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორებში მონაცემები არ არის რეპრეზენტატული არასაკმარისი შერჩევის ზომის გამო.

დაკავებული პოზიციების მიხედვით, ყველაზე მაღალი გენდერული სახელფასო სხვაობა დაფიქსირდა ტექნიკოსებისა და დამხმარე სპეციალისტების კატეგორიაში 26%, ხოლო სპეციალისტი-პროფესიონალების პოზიციას შორის – 23.7%.

საქსტატის ინფორმაციით, გენდერული სახელფასო სხვაობა ასახავს კაცებისა და ქალების საშუალო ხელფასებს შორის განსხვავებას და წარმოადგენს შრომის ანაზღაურების სფეროში არსებულ გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაჩვენებელს.