საქართველოს რკინიგზა 9 იანვრიდან დასავლეთის მიმართულებით რამდენიმე რეისს განაახლებს

საქართველოს რკინიგზა 9 იანვრიდან დასავლეთის მიმართულებით რამდენიმე რეისს განაახლებს, – ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„ძვირფასო მგზავრებო, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 9 იანვრიდან განახლდება შემდეგი რეისები –  №870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; №874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი; №854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი.

აქვე განვმარტავთ, რომ გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ“, – აღნიშნულია რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.