იანვარში ავტოექსპორტი შემცირდა - ტოპ საექსპორტო საქონლის რეიტინგი

2026 წლის იანვარში საქართველოდან უცხოეთში 480 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით მეტია. საქსტატის თანახმად, უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის პირველ პოზიციას იკავებს მსუბუქი ავტომობილები, თუმცა ამ მიმართულებით 22.5%-იანი კლება დაფიქსირდა. მეორე პოზიციაზეა ნავთობპროდუქტები 58.7 მილიონი დოლარით, რა მიმართულებითაც წლიურად 401%-იანი ზრდაა, მესამე პოზიციას კი ძვირფასი ლითონების მადნები იკავებს 51 მილიონი დოლარით, რა მიმართულებითაც 436%-ის ზრდა აღინიშნა.

2026 წლის იანვარში საქართველოს ექსპორტი ასე განაწილდა:
#    საქონელი    ექსპორტი    წლიური ცვლილება
1    მსუბუქი ავტომობილები    $100.7 მილიონი;    -22.5%
2    ნავთობი და ნავთობპროდუქტები    $58.7 მილიონი;    401.5%
3    ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები    $51.0 მილიონი;    436.5%
4    სპილენძის მადნები და კონცენტრატები    $24.0 მილიონი;    73.2%
5    სპირტიანი სასმელები    $17.2 მილიონი;    20.7%
6    ფეროშენადნობები    $16.9 მილიონი;    86.5%
7    თხილი და სხვა კაკალი    $14.6 მილიონი;    68.3%
8    ოქრო დაუმუშავებელი, დამუშავებული ან ფხვნილი    $12.8 მილიონი;    23.5%
9    ყურძნის ნატურალური ღვინოები    $12.2 მილიონი;    -6.2%
10    მინერალური და მტკნარი წყლები (შაქრის გარეშე)    $12.0 მილიონი;    -10.4%
11    დანარჩენი საქონელი – სულ    $160.3 მილიონი;    -5.7%