თებერვალში საქართველოდან 19.3 მლნ დოლარის თხილი გავიდა

თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 19.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1.7 ათასი ტონა თხილი, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.

როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, თხილის ექსპორტის ღირებულება მზარდია.

„წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის რაოდენობა – 33%-ით (407.4 ტონა), ხოლო ღირებულება 2.2-ჯერ (10.4 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია (იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი), სადაც 2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ექსპორტირებულია 9.9 ათასი ტონა თხილი. 944 ტონა თხილი აგრეთვე ექსპორტირებულია სირიაში, 511 ტონა – სომხეთში და 473 ტონა – რუსეთში“, – აცხადებენ სამინისტროში.