სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენიზო პირობებისა და სემეკის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი მოთხოვნების დარღვევის  გამო დააჯარიმა. კომპანიას დაევალა, სანქციის სახით დაკისრებული 50 000 ლარის  სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.

საჯარიმო სანქციის გამოყენების საფუძველს წარმოადგენს მოქალაქეთა მმართვის საფუძველზე სემეკში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა სხვადასხვაკრიტიკული სისტემური ხარვეზი. მათ შორის:

სისტემური დაყოვნება - კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო საკითხებთან დაკავშირებული მასალების კომისიაში წარმოდგენის სისტემურ დაყოვნებას, რაც აფერხებს მარეგულირებელი ორგანოს მიერ მომხმარებელთა კანონიერი უფლებების დაცვის პროცესს;

ქმედითი ღონისძიებების არარსებობა - მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას მოთხოვნის საფუძველზე, საკითხის დეტალურად შესწავლისთვისმიეცა დამატებითი გონივრული ვადა, კომპანიამკომისიაში არ წარმოადგინა პრობლემების აღმოფხვრის ქმედითი და არგუმენტირებული გეგმა/ინფორაცია;

მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნების უგულებელყოფა: კომპანიის მხრიდან კომისიის ოფიციალური მოთხოვნებისა და დადგენილი ვადების უგულებელყოფა საფრთხეს უქმნის ადმინისტრაციული პროცესის ეფექტიანობასა და მარეგულირებელი კონტროლის მექანიზმების ჯეროვან შესრულებას.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ საჯარო სხდომაზე განემარტა, რომ აღნიშნული დარღვევის განმეორების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული გაორმაგებული ჯარიმა.