სამგორში, ევგენი აფხაზავას მე-5 შესახვევში გზა ეწყობა

სამგორის რაიონში, ევგენი აფხაზავას მე-5 შესახვევში  გზის საფარის მოწყობის  სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 1637 კვ. მ  ფართობზე დაიგება. 
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან  140 546  ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.