თბილისში, ლოტკინის დასახლებაში აფეთქება მოხდა, დაშავებულია ერთი ადამიანი

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში აფეთქება მოხდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის და ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.