თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც საქართველოს პირველ არხს სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, დილის 08:00 საათიდან შეფერხების გამო, მატარებლები მოძრაობენ მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ „გურამიშვილის“ მიმართულებით და პირიქით.

კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, მეტროსადგურები „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ ამ დროისთვის დაკეტილია და მგზავრებს ვერ ემსახურება.