დიდ ლილოში რეკრეაციული სივრცე ეწყობა

დიდი ლილოში, ნიავის ქუჩა N8-ში,  2365 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა. 

პროექტის ფარგლებში,  მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების, მოსასვენებელი  და სავარჯიშო სივრცის  მოწყობა, ასევე, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორია გამწვანდება ხე-მცენარეებით და აღიჭურვება საჭირო ინვენტარით. 
გარდა ამისა, ეწყობა გრუნიტის დამჭერი კედლები და დამცავი ჯებირი. 

პროექტისთვის, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება, გამგეობის ბიუჯეტიდან  600000 ლარია გამოყოფილი.   

სამუშაო პროცესს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.