6 ნოემბერს ვაშლიჯვარსა და საბურთალოს რაიონში გაზის მიწოდება 19 000 აბონენტს შეუწყდება, სამგორის რაიონში - 12 000 აბონენტს

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ზამთრის სეზონის მოსამზადებელი სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება ვაშლიჯვარსა და საბურთალოს რაიონში 19 000 აბონენტს შეუწყდება.

კომპანიის ცნობით, გაზმომარაგება შეწყდება ხვალ, 6 ნოემბრის 11:00 საათიდან 7 ნოემბრის 11:00 საათამდე, გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება პარასკევს, 7 ნოემბრის 11:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათამდე.

ქუჩების ჩამონათვალი, სადაც გაზის მიწოდება შეწყდება, იხილეთ ბმულზე.

ამასთან, გაზის მიწოდება 12 000 აბონენტს შეუწყდება სამგორის რაიონში ხვალ, 6 ნოემბრის 12:00 საათიდან 7 ნოემბრის 10:00 საათამდე.

როგორც „თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება პარასკევს, 7 ნოემბრის 11:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათამდე.

ქუჩების ჩამონათვალი, სადაც გაზის მიწოდება შეწყდება, იხილეთ ბმულზე.