ავტომუზეუმის ქუჩაზე გზა ეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. 
ამჯერად, გზის მოწყობის სამუშაოები ავტომუზეუმის ქუჩაზე მიმდინარეობს. 
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 5126 კვ. მ  ფართობზე იგება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან  459  994  ლარია გამოყოფილი.
 მიმდინარე სამუშაოებს რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.