სოფელ ნასაგურში სანიაღვრე ქსელი ეწყობა

სოფელ ნასაგურში, ტბის ქუჩის, იოანე ბატონიშვილის, წინუბნისა და აკაკი მგელაძის  ქუჩა N88-ის მიმდებარედ, სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, იცვლება 1005 გრძივი მეტრი სიგრძის ქსელი, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 444 144 ლარი   გამოიყო. 
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.