რევაზ ბებიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 39
სამგორის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
ამჯერად, გზის მოწყობის სამუშაოები ალექსეევკას დასახლებაში, რევაზ ბებიას ქუჩაზე მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 2400 კვ. მ ფართობზე იგება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 280 000 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სამუშაოებს რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.
No article in the selected categories
