სამგორის რაიონის გამგეობა საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს

სამგორის რაიონის გამგეობა საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. 

 სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 9 საჯარო სკოლაში, საერთო ჯამში, 21 739 კვ.მ ფართობზე  წესრიგდება.  3 სკოლაში შეიცვალა წყალარინების ქსელი, ასევე, 3 სკოლაში   ბიბლიოთეკებისა და სააქტო დარბაზების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს; 3 მისამართზე სახურავების გადახურვის სამუშაოები ხორციელდება, ხოლო 2 სკოლაში სპორტული მოედნები ეწყობა.

საერთო ჯამში, სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის მიმდინარე წელს 2 931 231 ლარი დაიხარჯება და 12 საჯარო სკოლას მოიცვავს. 

სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნო.