სამგორის რაიონის გამგეობამ მასწავლებლებისთვის ქალაქ თელავში გასვლითი ღონისძიება „სკოლა და თვითმმართველობა“ გამართა

სამგორის რაიონის გამგეობამ მასწავლებლებისთვის ქალაქ თელავში გასვლითი ღონისძიება „სკოლა და თვითმმართველობა“ გამართა. 

პროექტის მიზანია, მასწავლებლებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ასევე, თემისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობით, სასკოლო პროექტების განხორციელება. 

ღონისძიების ფარგლებში,  პედაგოგებმა ერთმანეთს პრფესიული გამოცდილება გაუზიარეს. ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრა რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესა და საკრებულოში ვარკეთილის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ვაჟა კოკაიასთან, სადაც  2026 წლისთვის დასაგეგმი სასკოლო და საგანმანათლებლო პროექტები განიხილეს. 

მონაწილეთა ტრანსპორტირების, სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯები სამგორის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო.