სამგორის რაიონის სოფელ წინუბანში, იანლოს ქუჩის N9-დან N27-ის ჩათვლით, გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 4880 კვ. მ ფართობზე დაიგება.
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 453 558 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.