სამგორის რაიონში, ცაცა ამირეჯიბის II შესახვევში გზა ეწყობა

სამგორის რაიონში, ცაცა ამირეჯიბის II შესახვევში გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 4625 კვ. მ  ფართობზე დაიგება. 
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან  409 166  ლარი გამოიყო.

მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.