ახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 52
ახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ტრადიციულად გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს. აღნიშნულ პერიოდში როგორც თბილისის მეტრო, ისე ავტობუსები, მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროპოლიტენი პირველი იანვრის 03:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო ავტობუსები 31 დეკემბრის 23:00 საათის ნაცვლად, პირველი იანვრის 03:00 საათამდე იმოძრავებენ.
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს 31 დეკემბრის 22:00-დან პირველი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება.
რაც შეეხება შობის ღამეს, თბილისის მეტროს მუშაობა 7 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 03:00 საათამდე. მგზავრთა მომსახურება ამ შემთხვევაშიც უფასო იქნება.
No article in the selected categories
