თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეს გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. მეტრო და ავტობუსები მოქალაქეებს ღამის 3 საათამდე მოემსახურება.
რაც შეეხება თავდაპირველ ინფორმაციას, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, წელს, ახალი წლის ღამეს ტრანსპორტის მუშაობის საათები არ გახანგრძლივდებოდა, გაუგებრობა უწოდეს.