თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი 17.2 მლნ ლარით იზრდება
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 79
თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი 17.2 მილიონი ლარით იზრდება და მისი მოცულობა 2.21 მილიარდი ლარი იქნება. ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება თბილისის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფაა.
როგორც თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ განმარტა, ცვლილებები დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში 2026 წლის 1 იანვრისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების გამოყენების და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით ხორციელდება. კერძოდ: იზრდება მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობა დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.
საკრებულოს ინფორმაციით, წარმოდგენილ პროექტში ასევე, გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის და რაიონის გამგეობების დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები. აღნიშნულის გათვალისწინებით ასიგნებები სხვადასხვა პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე გადანაწილდება.
No article in the selected categories
