თბილისში საზეიმო ღონისძიებები გრძელდება

თბილისში საზეიმო ღონისძიებები გრძელდება. ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში მოწყობილ საახალწლო სოფელში იმართება თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, კინოჩვენებები და საახალწლო კონცერტები.

დედაენის ბაღში მოწყობილ სცენაზე გუშინ მსმენელის წინაშე ანსამბლი „ბასიანი“ წარდგა, საღამო კი ელექტრონული მუსიკით დასრულდა.

საახალწლო სოფელი დედაქალაქში, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 14 იანვრამდე იფუნქციონირებს.