21 იანვარს მელიქიშვილის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 44
თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო 21 იანვარს, ღამის საათებში, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება ცენტრალურ ქუჩებზე.
კერძოდ, 00:00-დან 03:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება მელიქიშვილის გამზირზე, ხოლო 03:00-დან 06:00 საათამდე კოსტავას ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ მონაკვეთზე.
შეზღუდვის პერიოდში, ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზისხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. ამასთან, კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით გადაადგილებას ვერ შეძლებს.
რუსთაველის გამზირიდან მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.
მძღოლებს მოუწოდებენ, გადაადგილებისას გაითვალისწინონ არსებული შეზღუდვები და წინასწარ დაგეგმონ ალტერნატიული მარშრუტები.
No article in the selected categories
