სანიაღვრე ქსელზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ორ მისამართზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება - მერია

სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 იანვარს, 00:00 საათიდან 05:00 საათამდე ორ მისამართზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„საბურთალოს რაიონში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება გიორგი სააკაძის დაღმართიდან მარჯვენა სანაპიროსკენ ჩამავალ გზაზე; ხოლო დიდუბის რაიონში შეზღუდვა იმოქმედებს დავით აღმაშენებლის გამზირი N193-ის მიმდებარედ, საავტობუსო ზოლში.

აღნიშნულ მისამართებზე სანიაღვრე ჭების შეცვლას შპს „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს. თბილისის მერია და „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.