18 500 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა - როდის აღდგება?

გაზსადენზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანი-სანზონის ტერიტორიაზე გაზმომარაგება ავარიულად 18 500 აბონენტს შეუწყდა. ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, მიწისქვეშა 500 მმ-იან საშუალო წნევის გაზსადენზე ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, გაზმომარაგება 1 თებერვლის 23:00 საათიდან 2 თებერვლის 12:00 საათამდე ეტაპობრივად შეუწყდება როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ და ინსტიტუციურ აბონენტებს.

გაზის მიწოდების შეზღუდვა შეეხება:

გლდანი-სანზონის ტერიტორიას, მათ შორის ფეიქრების ქუჩასა და მიმდებარე დასახლებებს;
დიღომის ტერიტორიას, დავით აღმაშენებლის ხეივნის მონაკვეთებს, ნოზაძის, კვიჭიძის, ფერაძის და მიმდებარე ქუჩებს;
დიდ დიღომს, მათ შორის ფარნავაზ მეფის, როსტევან მეფის, ვეფხისტყაოსნის, ასმათისა და სხვა ქუჩებს.
შეზღუდვა შეეხება როგორც საცხოვრებელ კორპუსებსა და კერძო სექტორს, ასევე არაერთ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტს, სამედიცინო დაწესებულებებს, საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს, სავაჭრო ცენტრებსა და კვების ობიექტებს.

კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდების აღდგენა 2 თებერვლის 12:00 საათიდან 21:00 საათამდე ეტაპობრივად განხორციელდება.

კომპანია ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს მომხმარებლებს, უსაფრთხოების მიზნით, არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.

გაზის სუნის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ:

ცხელ ხაზს: +995 32 240 40 04 და სწრაფი რეაგირების სამსახურს: 114