თბილისში, საბურთალოს ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

თბილისში, დღეს - 16 იანვარს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებზეც შეზღუდვა გავრცელდება.

 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვარტალების, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის III კვარტალის, პაატა დათუაშვილის, შალვა ნუცუბიძის, ფერმწერთა, ავთო ვარაზის, ალექსანდრე ბანძელაძის, უჩა ჯაფარიძის, კონსტანტინე კაპანელის, ინტენსიფიკაციის, ლევან ასათიანის, ლეო და ნოდარ გაბუნიების, ანდრო ჭილაიას, ხომლის, ამბერკი ტაბიძის, მელიტონ ქანთარიას და ლევან ჩარკვიანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, V კვარტალების, ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.