სამგორის რაიონის სოფელ წინუბანში, ბეჩოს ქუჩა N2-დან N6-ის ჩათვლით, გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 748 კვ. მ ფართობზე დაიგება.
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 69383 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
დედაქალაქი
სამგორის რაიონის სოფელ წინუბანში, გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
- Details
- By Sali
- Hits: 162