სამგორის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, კიდევ ერთ პროექტს ახორციელებს.
ამჯერად საგზაო სამუშაოები ვარკეთილის რაიონში, მანგლისის ქუჩაზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 5030 კვ. მ ფართობზე იგება.
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 397 252 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესა და საქართველოს პარლამენტის დელეგატ ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად გაეცნო