თბილისში უამრავი პროექტი განხორციელდა და სამომავლოდაც ბევრი მნიშვნელოვანი გეგმა გვაქვს - კახა კალაძე
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 29
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში პროექტები აქტიურად ხორციელდება და სამომავლოდაც არაერთი სამუშაოა დაგეგმილი. ამის შესახებ მან მედიის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომელიც პარლამენტის ვიცე-სპიკერის სოზარ სუბარის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხება.
მისი თქმით, კორუფციის ფაქტების არსებობის გამო, ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტებში პროექტები რომ შეჩერდა, ეს თბილისს არ ეხება.
“თქვენი აზრით, რამე შევაჩერეთ? ყოველდღე დადიხართ ჩემთან ერთად და ეცნობით სხვადასხვა პროექტს, მაგრამ არ აშუქებთ იმ სამუშაოებს, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, რადგან არ გაინტერესებთ. მაგალითად, დღეს სადაც ვართ, გლდანის მერვე მიკრორაიონში, რაიონული გამგეობა ასრულებს აღნიშნულ პროექტს. რამდენიმე დღის წინაც ვიყავით სხვა პროექტზე და ა.შ. შესაბამისად, თბილისთან დაკავშირებით მგონი კითხვები არ არსებობს. უამრავი რამე გაკეთდა ბოლო წლებში, უამრავი რამ კეთდება და სამომავლოდაც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დაგეგმილი”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
No article in the selected categories
