ვარკეთილი 3-ის მე-4 მ/რ-ში, კორპუსი N 342-343-ის მიმდებარედ, ეზოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტების ფარგლებში, ტერიტორიაზე 38-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. ამ ეტაპზე, 8800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება. ეწყობა ასევე ბორდიურებიც.
პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 770 000 ლარი დაიხარჯა.
პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან, მის მოადგილე სოსო ბურდულაძესა და პარლამენტის დელეგატ ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად გაეცნო.