სამგორის რაიონის გამგებელმა ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის N15-ში მდებარე N15 კორპუსის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
აღნიშნული კორპუსი ავარიულია და ავარიულობის ხარისხი თანდათან პროგრესირებს.
აღნიშნულ შეხვედრაზე მოსახლეობა გაეცნო ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის პირობებს. შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული მიმართულებით ერთობლივი მუშაობა გაგრძელდება.