დიდი ლილოს დასახლებაში, ერეკლე მეორეს III ჩიხში გზის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 5790 კვ.მ ტერიტორია კეთილმოეწყობა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 533 278 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.