სამგორის რაიონში რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები გრძელდება
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 159
სამგორის რაიონში, ვარკეთილის მე-4 მ/რ-ის II რიგის, N2-სა და N3 კორპუსებს შორის, 3 200 კვ.მ ფართობზე, რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.
ამ ეტაპზე, რკინაბეტონის კონსტრუქციისა და ორდონიანი ტერასების მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა დასასვენებელი სივრცე და პავილიონი, ასევე, ბავშვთა გასართობი სივრცე. დამონტაჟდება გარე განათების და სარწყავი სისტემები, ტერიტორია აღიჭურვება შესაფერისი ინვენტარით და გამწვანდება ხე-მცენარეებით.
პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 550 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ სამგორის რაიონის მესამე მასივის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი დოხტურიშვილთან ერთად დაათვალიერა.
No article in the selected categories
