„თბილსერვის ჯგუფს“, რომელიც დედაქალაქში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას უზრუნველყოფს, ახალი მომსახურება ემატება.
თუ გსურთ სამშენებლო-სარემონტო ნარჩენების, ძველი ავეჯის, ნივთების, ან მწვანე ნარჩენის გატანა,
ისარგებლეთ თბილისის მერიის ახალი სერვისით- დარეგისტრირდით ვებგვერდზე - www.tgservice.ge და შეავსეთ მონაცემები.
არასაყოფაცხოვრებო ნარჩენი უნდა განათავსოთ კორპუსის ეზოს „წითელ ხაზებში“, თბილისური ეზოს შემთხვევაში,
მხოლოდ ეზოს ტერიტორიაზე, რასაც „თბილსერვის ჯგუფი“ 72 საათის განმავლობაში გაიტანს.
ერთ კუბურ მეტრამდე ნარჩენის გატანის საფასური მხოლოდ 9 ლარია.
მომსახურების მიღება ასევე შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირებით: 032 2 61 90 50.
პ.ს. ეს არ არის კომერციული პროექტი, მისი მიზანია თბილისის ქუჩების გათავისუფლება მსგავსი სახის ნარჩენისგან.