სამგორის რაიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამჯერად, აეროპორტის დასახლებაში, N47 კორპუსის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ხელოვნურსაფარიანი მოედანი 470 კვ. მ ფართობზე ეწყობა.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 145 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო პროექტს "ტიფლის კონტრაქშენი" ასრულებს.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სახარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო
დედაქალაქი
სამგორის რაიონში, აეროპორტის დასახლებაში, სპორტული ინფრასტრუქტურა ეწყობა
- Details
- By iaiaia
- Hits: 462