ვარკეთილის მეურნეობაში, თეთრიწყაროს ქუჩაზე გზა ეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. 
ამჯერად, საგზაო სამუშაოები ვარკეთილის მეურნეობაში, თეთრიწყაროს ქუჩაზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 3950 კვ. მ  ფართობზე იგება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან  430 212 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, საქართველოს პარლამენტის დელეგატ ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად გაეცნო.