თბილისის ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩებზე სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტი ვაკის პარკის მიმდებარედ მდებარე მონაკვეთიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას მოიცავს.
კახა კალაძის განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება და შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა. მუნიციპალიტეტი საზოგადოებას ცვლილებების შესახებ დამატებით მიაწვდის ინფორმაციას.
სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.