სამგორის რაიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, აფრიკის დასახლებაში, ცისკარიშვილისა და იდუმალას ქუჩებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, ჯამში, 860 კვ.მ ფართობზე ეწყობა.
პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 430 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო სამუშაოებს "ტიფლის კონსტრაქშენი" ასრულებს.
მიმდინარე პროცესს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.