სოფელ ნასაგურს რეკრეაციული სივრცე შეემატა.
სამუშაოები სოფელ ნასაგურში, ნაძვების ქუჩა N6-ის მიმდებარედ, 15 800 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, მონტაჟდება გარე განათება და სარწყავი სისტემა. ეწყობა მოსასვენებელი სივრცე და პავილიონი, ასევე, ბავშვთა გასართობი და ფიტბეს ზონები.
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 200 000 ლარი გამოიყო.
პროექტის მიმდინარეობას გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.