სამგორის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
ამჯერად, საგზაო სამუშაოები გიორგი მაჩაბლის ქუჩაზე, მაჩაბლის I შესახვევის ჩათვლით მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 3077 კვ. მ ფართობზე იგება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 281 054 ლარი გამოიყო.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით გადაადგილდებოდა.
მიმდინარე სამუშაოებს რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო.